ისრაელში UEFA-ს ორგანიზებული საფეხბურთო მატჩები აღარ ჩატარდება
UEFA-ს თქმით, მათ მიერ ორგანიზებული საფეხბურთო მატჩები ისრაელში აღარ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ისრაელი - "ჰამასის" ომის გამო მიიღო. ორგანიზაცია განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ გადაიხედება რაც ქვეყანაში არსებული "უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების სიტუაციის" გამო "დამატებითი ცნობები" არ გავრცელდება.
"ისრაელის მთელ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების ვითარების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ UEFA-ს შეჯიბრებები ისრაელში შემდგომ გაფრთხილებამდე არ ჩატარდეს," - ნათქვმია განცხადებაში.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.