თეგებით ძიება

„მე ზუსტად ვიცი როგორ დავაყენოთ ეს ქვეყანა ფეხზე.. ვიცი, როგორ გახდეს ქართველი კაცი მდიდარი“ – მამუკა ხაზარაძე

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ  21 საუკუნეა.. ტექნოლოგიური ბუმი..  ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ამ დროს 10 კაცი ვერ შეთანხმებულა როგორი საქართველო გვჭირდება,“ - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში საუბრობს.

„მე მანდატი დავტოვე, რადგან ჩემ თავს ვხედავ იქ, სადაც არის პროგრესი.. ამბიცია მაქვს, მაშინ როცა გუნდი აკეთებს საქმეს

მინდა ყველას გავაგონო: ის პოლიტიკა, რომელიც აქამდე კეთდებოდა უნდა დავივიწყოთ, ის უკვე მორალურად და სახობრივად მოძველდა.

პირდაპირ გეუბნებით, მე ზუსტად ვიცი როგორ დავაყენოთ ეს ქვეყანა ფეხზე..  ვიცი, როგორ გახდეს ქართველი კაცი მდიდარი

ეს სულელური პროპაგანდა, რომელიც ჩვენს წინაშე მიდის ვერაფერს ვერ დაგვაკლებს.

ჩვენ გაგვხადეს მომხმარებელ ერი, ჩვენ ვჭამთ სხვის ბოსტნეულს, სხვის ხილს, ნაყინის იმპორტს ვაკეთებთ.. ღვინო გვაქვს 60%-ით რუსეთზე ჩამოკიდებული..

მე ამ ბრძოლაში ვარ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ერთი წამით არ იქნება უკან დახევა,“–ამბობს ხაზარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა