საქართველოს ეროვნული ნაკრების 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - სია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საბაზრო ღირებულება 154 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე მაღალი შეფასებაა – განახლებული მონაცემები გერმანულმა ვებგვერდმა „ტრანსფერმარკტმა“ გამოაქვეყნა.
საქართველო ეროვნული ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:
1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 85 მილიონი ევრო;
2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 30 მილიონი ევრო;
3. გიორგი მიქაუტაძე, „აიაქსი“ – 10 მილიონი ევრო;
4. ზურიკო დავითაშვილი, „ბორდო“ – 3 მილიონი ევრო;
5. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.