4 137 დაღუპული, მათ შორის 1 661 ბავშვი და 13 260 დაშავებული - ბოლო ცნობები ღაზას სექტორიდან
ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 4 137 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 661 ბავშვი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 13 260 გაიზარდა - ამის შესახებ ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, აშრაფ ალ-ქუდრამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გავრცელებული ცნობებით, ღაზას სექტორში ძირითადი საავადმყოფოები და 21 სამედიცინო ცენტრი აღარ ფუნქციონირებს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრიდან დღემდე "ჰამასის" მიერ ისრაელში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.