თეგებით ძიება

სავარაუდო სექსუალური ძალადობა 14 წლის გოგოზე - დაკავებული მეზობელი ბრალს არ აღიარებს

ცოტა ხნის წინ დასრულდა 14 წლის მოზარდზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის სასამართლო პროცესი. ფაქტი წალენჯიხაში მოხდა. ბრალდებული გოგოს მეზობელია.

ეს საქმეზე პირველი სხდომა იყო. დაკავებული ახალგაზრდა კაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს. 

დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდეგი სხდომა ერთ თვეში გაიმართება. 

შემთხვევა მაისის თვეში გახმაურდა. 14 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან გოგონას მამა და მეზობელი. გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. დანაშაულის შესახებ არასრულწლოვნის წერილიდან გახდა ცნობილი, რომელიც დედამ შემთხვევით აღმოაჩინა. მე-8 კლასელი გოგო წერდა, რომ მამა, ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, ბავშვს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა