თეგებით ძიება
20. 10. 2023 მსოფლიო

ღაზის სექტორის კრიზისის რეგიონულ კონფლიქტში გადაყვანის რისკი საკმაოდ სერიოზულია - ლავროვი

ღაზის სექტორის კრიზისის რეგიონულ კონფლიქტში გადაყვანის რისკი საკმაოდ სერიოზულია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ყოველგვარი საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების დაწყებას მოითხოვდა.

„მიჭირს ვიმსჯელო, რა მიზნებს მისდევს აშშ. ჩვენ ვაკვირდებით მცდელობებს, ყველაფერი ისევ ირანს დავაბრალოთ და ეს საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია. უფრო მეტიც, ირანის ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, ძალიან პასუხისმგებლობიან, დაბალანსებულ პოზიციას იკავებს და მოუწოდებს ყველას, თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის მთელ რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში გავრცელება. ჩვენ სწორედ ამისკენ ვისწრაფვით პალესტინელებთან, სხვა არაბ კოლეგებთან და ისრაელთან კონტაქტებში“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა