თეგებით ძიება

რატომ გადადის ებრაელებში ეროვნება დედის ხაზით

ბევრს აინტერესებს რატომ გადადის ებრაელებში ეროვნება დედის ხაზით და არა ისე, როგორც ეს მსოფლიოს ყველა დანარჩენ ხალხშია მიღებული-მამის მიხედვით. ჩვენ განვიხილავთ ორ ყველაზე გავრცელებულ ვერსიას.

ვერსია №1

თორა (ძვ. ებრაული მოძღვრება, კანონი) შერეულ ქორწინებებს პირდაპირ კრძალავს და აკრძალვას იმით ხსნის, რომ ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას დედა ახდენს. შესაბამისად, არაებრაელი დედა შვილს ჭეშმარიტებას ვერ აზიარებს და ნამდვილ ებრაელად ვერ გაზრდის.

თორას კანონებით, იუდაიზმის არსის შესანარჩუნებლად არაებრაელი დედის შვილის ებრაელად ცნობა აიკრძალა. ამასთანავე, ებრაელი მამაკაცის ქორწინება არაებრაელ ქალთან ღვთის წინაშე ჩადენილ დანაშაულად იქნა აღიარებული. უცხო ეროვნების ქალსა და მის შვილებს ებრაელებად მხოლოდ მაშინ აღიარებდნენ, თუ ის გარკვეული სახის რელიგიურ ვალდებულებებს შეასრულებდა.

ვერსია №2

არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც ამბობს, რომ საქმე იმდენად თორას კანონებში კი არა, სხვა ეროვნების ქალების მიმართ ძველი ებრაელი მამაკაცების უნდობლობაშია.

საქმე ისაა, რომ თუნდაც რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში, ბავშვის მამობის 100%-იანი გარანტია არავის აქვს და მიზერული რისკი, რომ მამა შეიძლება, სხვა მამაკაცია, მაინც არსებობს.

დედის შემთხვევაში კი ყველაფერი ნათელია და ეჭვის საფუძველი არ არსებობს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ებრაელი ქალის შვილი, იმის მიუხედავად, რა ეროვნებისაა მისი მამა, ებრაელად მიიჩნევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა