საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
BFMTV-ის ცნობით, ლილ-ლესკენის, რენის, ბოვეს, ტარბეს, ნანტის, ბეზიეს, პაუსა და ბრესტის აეროპორტებში ბომბის არსებობის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. მათგან სამიდან – რენის, ტარბესა და ბეზიეს აეროპორტებიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ამ კვირაში უკვე მეხუთედ, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს ვერსალის სასახლიდანაც.
„უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას და გაიხსნება მას შემდეგ, როგორც კი შემოწმებები ჩატარდება“, – ნათქვამია ვერსალის სასახლის X-ზე.