თეგებით ძიება

რუსთავში დების ჩხუბი ერთ-ერთის დაკავებით დასრულდა

რუსთავში, მე-6 მიკრორაიონში დამ დას სცემა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 22 წლის გოგონასა და მის 20 წლის დას შორის დაწყებული სიტყვიერი კამათი, შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც უფროსი და უმცროსს ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა საცხოვრებელ ბინაში მოხდა. მისამართზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალი ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული ამავე ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა