თეგებით ძიება

"აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა.. მადლობა მისი გუნდის წევრებს მისთვის მიცემული ყველა შესაძლებლობისთვის“ - რაჭაში სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

რაჭაში, სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. 

"დავითისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო დამოკიდებულება და განწყობა ადამიანების  მიმართ, ასევე ის თუ როგორ განვითარდებოდა პროფესიულად. რა შესაძლებლობებს მისცემდა დამქირავებელი და როგორ გარემოში იმუშავებდა. 

დავითმა თვისი ცხოვრების ძალიან მცირე დროში ბევრი თუ არა, საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო კარგი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და პირნათლად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა. დავითი არ ერიდებოდა სამსახურში კონტრაქტის გაწყვეტას, თუ მისი დამსაქმებელი არ იქნებოდა იმ ღირებულებების მატარებელი, რა ღირებულებებიც თავად ჰქონდა. საქართველოს ბანკი • Bank of Georgia ერთერთი სამუშაო ადგილია, სადაც დათო ბოლო დროს მუშაობდა და აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა. მადლობა მისი გუნდის წევრებს დავითისთვის მიცემული ყველა შესაძლებლობისთვის", - წერს ია მერებაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა