ვრცელდება კადრები, სადაც “ჰამასის” მიერ ამერიკელი დედა-შვილის გათავისუფლებაა ასახული (ვიდეო)
ისრაელის თავდაცვის ძალები ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს. IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით ჯუდიტ რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფებიან.
„ჰამასი ცდილობს, მსოფლიოს წინაშე წარდგეს, როგორც ის, ვინც ათავისუფლებს მძევლებს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელ ტერორისტულ ჯგუფზე, რომელსაც ამ დროს ტყვედ ყავს ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები“, - ამბობს ჰაგარი.