კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა - დაკავებულია სირიული წარმოშობის 4 ადამიანი
კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
მედიის ცნობით, საელჩოსთან პატარა ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 17-იდან 21 წლამდე ასაკის, წარმოშობით სირიელი, ოთხი კაცი დააკავა.