თეგებით ძიება

"ჩვენ, თვითმფრინავების როგორც ლიზინგის მომცემებმა, აგვიკრძალეს ფრენები ისრაელში და ვწყვეტთ ფრენებს" - თამაზ გაიაშვილი

უსაფრთხოების მიზნით ისრაელიდან ფრენების აკრძალვის გამო, „ჯორჯიან ეარვეისი“ 23 ოქტომბრიდან მოქალაქეების გამოსაყვანად რეისებს კვიპროსიდან განახორციელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ჯორჯიან ეარვეისის“ საფრენოსნო დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

"ჩვენ, თვითმფრინავების როგორც ლიზინგის მომცემებმა, აგვიკრძალეს ფრენები ისრაელში, ასევე სადაზღვევომ შეაჩერა დაზღვევები. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ხალხი, მგზავრები, ასევე თვითმფრინავები საფრთხის წინაშე დავაყენოთ და ვწყვეტთ ფრენებს ისრაელში.

ასევე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კვიპროსში გადავიტანოთ ისრაელის ფრენები და ეს ხალხი კვიპროსიდან გამოვიყვანოთ. რეისები კვიპროსიდან ორშაბათიდან დაიწყება“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა