შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოსების შეტაკება - ნახეთ ვიდეო
კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ სისტემა ინგრევა. პირველად საქართველოში და რა თქმა უნდა, "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში, ექსკლუზიური ვიდეო-მასალა, სადაც ასახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოსების შეტაკება.
ამბები, რომელიც აქამდე მხოლოდ გვესმოდა, 8 საათზე "შაბათის ეთერი" სააშკარაოზე გამოიტანს.
დღეს საღამოს, გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ, როგორ უტრიალებენ იარაღს ერთმანეთს გომელაურის უწყების მაღალჩინოსნები, თუკი მათი პირადი ინტერესები ერთმანეთს ეჯახება.
პოლიციის მაღალჩინოსნების კრიმინალური გარჩევა შუა სპეცოპერაციის დროს - ვინ "კრიშავდა" ნარკობარონის ბიზნესს ძალოვნებიდან და როგორ გახდა მისი დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნების შეიარაღებული შეტაკების მიზეზი.