“ქართული ოცნების” სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს – გიორგი გახარია
პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ “მმართველი პარტიის სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად” მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრი აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ.
“მადლობას ვუხდით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს – ევროკავშირსა და აშშ-ს, ერთობლივ სამიტზე გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული პერსპექტივის მიმართ. იმედია, მმართველი პარტიის სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ”, – წერს გახარია პლატფორმა X-ზე.