თეგებით ძიება
21. 10. 2023 მსოფლიო

ლონდონში ათასობით ადამიანი პალესტინელების მხარდამჭერ აქციას მართავს

ლონდონში ათასობით ადამიანი პალესტინელების მხარდამჭერ აქციას მართავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აქციის თანაორგანიზატორები, პალესტინელების სოლიდარობის კამპანია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, რათა რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება სრულად შევიდეს.

ლონდონის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს პალესტინის დროშები უკავიათ ხელში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში პალესტინელების მხარდამჭერი აქციები ჩატარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ტაილანდში, ავსტრალიაში, ნიდერლანდებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა