22 ოქტომბერი ხის დარგვის დღეა
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლინგ მორტონია. ხიდის დარგვის პირველი დღე ქალაქ ნებრასკა-სიტიში გაიმართა.
ყველაფერი 1872 წელს დაიწყო, როდესაც ნებრასკას შტატში სოფლის მეურნეობის სამმართველოს სხდომაზე მორტონმა სხდომის მონაწილეებს ყოველწლიურად ტერიტორიის გამწვანებისადმი მიძღვნილი დღის შემოღება შესთავაზა. სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს, ხოლო მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში. აქციის წარმატება გასაოცარი იყო: პირველ დღესასწაულზე, რომელსაც “ხის დღე” უწოდეს (Arbor Day), დაახლოებით მილიონი ხე დაირგო. 10 წელიწადში ეს დღე შტატის ოფიციალური დღესასწაული გახდა. საუკუნის შემდეგ, 1970 წელს ეს დღე ეროვნული დღესასწაულიც გახდა და მას დედამიწის დღე უწოდეს. 1990 წლიდან ამ მოვლენამ საერთაშორისო გაქანება ჰპოვა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნები ხის დარგვის დღეს სხვადასხვა დღეს აღნიშნავენ. მაგალითად: ბელგია, იტალია, პორტუგალია – 21 მარტი; გერმანია – 25 აპრილი; უკრაინა – აპრილის მესამე შაბათს; იაპონია – 4 მაისი; ეგვიპტე – 15 იანვარი; მექსიკა – ივლისის მეორე ხუთშაბათს და ა.შ.