თეგებით ძიება

ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის" მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ. ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს - ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შემოვიდეს - ამბობს ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ღაზი ჰამადი BBC-სთან.

მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტი აქვთ კატართან და სწორედ მათი ითამაშეს დიდი როლი, 2 ამერიკელი მძევლის გათავისუფლებაში.

"მძევლებს პატივისცემით და ღირსებით ვეპყრობით და არანაირ ზიანს არ ვაყენებთ მათ" - ამტკიცებს ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი და იმუქრება, რომ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, ღაზა ჯოჯოხეთად იქცევა: 

"ღაზა იქცევა სრულ ჯოჯოხეთად, სასაფლაოდ ისრაელისთვის. არ ვიცი, რა ბედი ეწევა მძევლებს, რადგან სიტუაცია უფრო გართულდება. მე არ შემიძლია ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიაზე საუბარი“ - ამბობს ღაზი ჰამადი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა