ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 4,651-მდე გაიზარდა, დაჭრილია 14,245-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას CNN პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს სპიკერის, აშრაფ ალ-ქიდრის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 266 ადამიანი, მათ შორის 117 ბავშვი.
მისივე ცნობით, სამინისტრომ 1,450 შეტყობინება მიიღო დაკარგულთა შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდნენ, მათგან 800 ბავშვია.