ახალი კვლევა - ცხარე საკვების მოყვარულები დიდხანს ცოცხლობენ
ლერნერის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. შედეგმა აჩვენა: თუ ზომიერად, მაგრამ რეგულარულად მიირთმევთ წიწაკა ჩილის ან მწარე წიწაკას, გულის შეტევისა და გულის დაავადებების რისკი 14%-ით მცირდება.
ცხარე საკვები ასევე სასარგებლოა სხვადასხვა დაავადების დროს. ახლა ეს ამერიკელმა ექსპერტებმა უკვე დაამტკიცეს. კვლევაში 16 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას და 23 წელს გაგრძელდა.
თუმცა მეცნიერებმა ვერ დააზუსტეს, თუ რატომ მოქმედებს წიწაკა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად.
ვარაუდობენ, რომ საქმე იმ ნივთიერებაშია, რომელსაც წიწაკა შეიცავს და მას ცხარეს ხდის. აქვს ანტიმიკრობული მოქმედება და აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას. ეს აღმოფხვრის გაცხიმოვნებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
სწორედ ამიტომ, მოიმარაგეთ ცხარე წიწაკა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პროდუქტი სასარგებლოა მხოლოდ ზომიერი რაოდენობით.