დიდ ბრიტანეთში ქურდებმა ფეკალური მასებით სავსე 35 ბიოტუალეტი მოიპარეს
დიდ ბრიტანეთში ქურდებმა მანქანის კლუბიდან ფეკალური მასებით სავსე 35 ბიოტუალეტი მოიპარეს - ამის შესახებ Metro წერს.
როგორც ირკვევა, წინა დღეს მანქანის კლუბში რბოლა გაიმართა, რომლის ორგანიზატორებმა კომპანია Three Counties Toilet-ისგან 35 ბიოტუალეტი იქირავეს. პოლიციავარაუდობს, რომ ღამით, რბოლის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ჭიშკრის საკეტი გაჭრეს და ტუალეტები Ford Transit-ის სატვირთო მანქანით მოიპარეს.
ტუალეტების დაკარგვა კომპანიის მფლობელის შვილმა 26 წლის კირან გრიფიტსმა აღმოაჩინა, როცა მათ შესაგროვებლად მივიდა. მამამისმა, 53 წლის ნილ გრიფიტსმა, რომელიც ქურდობის დროს შვებულებაში იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ შემთხვევამ შეიძლება მისი ბიზნესი გაანადგუროს.
შოკირებული ვარ. ვინ იპარავს სავსე ტუალეტებს? დაჯერებაც მიჭირს - უთხრა კირან გრიფიტსმა ჟურნალისტებს.