ისრაელში კიდევ ერთ დაკარგულ ქართველ ებრაელს ამ დრომდე ეძებენ
კიდევ ერთ დაკარგულ ქართველ ებრაელს ისრაელში ამ დრომდე ეძებენ - შლომი კიკოზაშვილი მუსიკალური ფესტივალის დაცვის თანამშრომელი იყო. ის "ჰამასის" თავდასხმის დღეს ადგილზე მუშაობდა, მას შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა.
დაკარგულის ოჯახს ისრაელის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ კიკოზაშვილი გატაცებულია და ის ტყვეობაშია. ასევე, ცნობილია, რომ "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპული 1075 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ისრაელის პოლიციისა და თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 769 მშვიდობიანი მოქალაქე და 307 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი 200-მდე გარდაცვლილი მოქალაქის ვინაობა.