ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, იპოვეს
32 წლის ქალი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, იპოვეს. ინფორმაციას მისი ახლობლები ფეისბუქით ავრცელებენ - "ვიპოვნეთ !!! მადლობა ხალხო ამხელა თანადგომისთვის.. ჯანმრთელია ! ჩემთანაა" - წერს ახლობელი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ნაპოვნი ქალის ფოტოც. არსებული ინფორმაციით, ის ამ დროისათვის პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება.