თეგებით ძიება
23. 10. 2023 მსოფლიო

საკუთარ თავზე დაქორწინდა - ბრიტანელმა ქალმა, რომელიც ქორწილისთვის ფულს 20 წელი აგროვებდა, ცერემონიალი მარტომ ჩაატარა

ბრიტანელმა ქალმა, რომელიც ქორწილისთვის ფულს 20 წელი აგროვებდა, ცერემონიალი მარტომ ჩაატარა. 46 წლის სარა უილკინსონი ამბობს, რომ "სწორი პარტნიორის გამოჩენას ის დიდხანს ელოდა", მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, „საკუთარ თავზე დაქორწინებულიყო". ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცერემონიალს უილკინსონის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. როგორც აღმოჩნდა, 40 ადამიანისაგან შემდგარ სიას ის წლების განმავლობაში ამზადებდა. სადღესასწაულო ხარჯებმა $13 000 შეადგინა.

„ბედნიერი ვარ, რადგან საღამოს ყველა კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. თავად ქორწილის დღე, საბოლოოდ, მშვენიერი გამოვიდა. არ დავმალავ და გეტყვით, რომ უცნაურია, როცა საკურთხეველთან არავინ გელოდება, თუმცა რადგან ფულს წლების განმავლობაში ქორწილისთვის ვაგროვებდი, არ შემეძლო, ის სხვა საქმეში გამომეყენებინა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ყოფილა ოფიციალური და იურიდიულად გაფორმებული, მაგრამ ვფიქრობ, მშვენიერი გადაწყვეტილება მივიღე", - ამბობს სარა BBC-სთან.

საკუთარ თავზე დაქორწინების იდეა მას 40 წლის ასაკში გაუჩნდა, თუმცა ელოდებოდა, როდის შეაგროვებდა საკმარის ფულს, რათა "ნიშნობისთვის" სასურველი ბრილიანტის ბეჭედი ეყიდა. როგორც ამბობს, პარტნიორის გამოჩენის შემთხვევაში, მზადაა, მეორედაც იქორწინოს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა