თეგებით ძიება

პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა

2023 წელს 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 5-ჯერ, 356%-ით გაიზარდა.

კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 13,227 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,897 მლნ ლარი.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 158,491 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 9 თვეში - 130,567 მლნ ლარი.

ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა