"მე მართლა მჯეროდა, რომ ჩემი ფიზიკური ნაკლის გამო, მიტოვების ღირსი ვიყავი...“ - რას წერს თაია ჭიჭინაძე?
სოციალურ ქსელებში კრიტიკასა და ბულინგს "პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სოზონის მონაწილე, თაია ჭიჭინაძე ეხმაურება.
"მე ვარ ქალი, რომელიც მთელი ერის წინაშე მიაგდეს. ყოველ დღე უმტკიცებდნენ, რომ მსუქანი, მახინჯი და მისატოვებელი იყო. ეს მე გავიარე და ეს მე მტკიოდა. მე მართლა მჯეროდა, რომ ჩემი ფიზიკური ნაკლის გამო მიტოვების ღირსი ვიყავი. მადლობა ღმერთს, ეს დროებითი იყო და დღეს ყველაზე კარგად ვიცი საკუთარი თავის ფასი. არ არის აუცილებელი თქვენ დაგემართოთ, სხვისი ტკივილის გაზიარებაც შეიძლება. ხვალ შეიძლება შენ იყო თაია, ასე რომ კარგად დაფიქრდით,“ - წერს თაია ჭიჭინაძე.