თეგებით ძიება
23. 10. 2023 მსოფლიო

ცუდი დილა მქონდა, მაგრამ... - კაცმა 1,8 მილიონი დოლარი მოიგო

ავსტრალიაში კაცმა ლატარიაში 1,8 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მან TattsLotto-ს ჯეკპოტი კიდევ 10 ადამიანთან გაიყო. როდესაც მას ლატარიის კომპანიიდან დაურეკეს და მოგების შესახებ შეატყობინეს, გამარჯვებულმა აღიარა, რომ დილიდან ცუდი დღე ჰქონდა.

„შოკში ვარ. წარმოდგენაც არ მქონდა. სასაცილოა, მაგრამ დღეს ცუდი დილა მქონდა, სამსახურში პრობლემები მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა“, - განაცხადა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა