ერთ წელიწადში კიდევ დამატებით 150 მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურის მოწყობა იგეგმება - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ერთ წელიწადში კიდევ დამატებით 150 მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურის მოწყობა იგეგმება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის 170 ასეთი სადგური უკვე მოქმედებს. ერთ წელიწადში კიდევ დამატებით 150 სადგური გვექნება. ჩვენ მომავალი წლისთვის გვაქვს გეგმები, სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებით კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს პროცესებს, რათა შევაფასოთ ყველა რისკის ზონა. 22-ზე მეტი მყინვარი გვაქვს, სადაც ეს პროცესებია შესაფასებელი. ამაში იქნებიან ჩართულები უმაღლესი დონის სპეციალისტები შვეიცარიიდან, გერმანიიდან“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.