"შერიგების მცდელობები აქვს, არ უნდა სხვები გააქტიურდნენ, რადგან მესაკუთრეა..." - თი მაჭავარიანი მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
ინფლუენსერი, თი მაჭავარიანი მეუღლესთან დაშორების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
„არა ერთხელ მქონია გული ნატკენი, იმედი გაცრუებული მამაკაცისგან. (შერიგების) რაღაც მცდელობები აქვს, მაგრამ სისულელე... ხალხი მწერს, რომ იქნებ შეურიგდე, ძალიან უყვარხარ, ჯერ კიდევ მისი ქალბატონი ხარ. მისი ქალბატონი იმიტომ ვარ, რომ არ უნდა სხვები გააქტიურდნენ, რადგან მესაკუთრეა...“, - ამბობს თი მაჭავარიანი.