თეგებით ძიება

ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე

კახა კალაძე „იმედის კვირაში“ „გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდის“ დონორების შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რადიკალური ძალების მცდელობა ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, უშედეგო იქნება.

„ნუ გვიკვირს ასეთი ქმედებები მათი მხრიდან. ეს ადამიანები ცდილობენ ყველანაირი ზიანი მიაყენონ ქვეყანას - შემოიტანონ დაპირისპირება, მოაწყონ რევოლუციები, განახორციელონ ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდით. ნუ გვიკვირს. ისინი ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერს გააკეთებენ. როგორ უნდა იკადრო პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკოსმა და მთავრობამ ისეთი რამე, რასაც ესენი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

დღესაც იგივეს აგრძელებენ. დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, შემოიტანონ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავინ არაფერი გამოუვა. ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა