ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება ზამთარში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება ზამთარში შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ცვლილებათა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
დამტკიცების შემთხვევაში მთავრობა ჯერ იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც გადაადგილება სპეციალური აღჭურვილობით იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაციით კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება და მინუს 5 ქულით შემცირდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა.
ინიციატივის მიზანი მძღოლების, მგზავრებისა და ქვეითად მოსიარულე ადამიანების უსაფრთხოებაა. საკანონმდებლო პაკეტი დღეს ბიუროს სხდომაზე გადის.