კვების დროს წყლის მიღებისას წონაში ვიმატებთ? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, მითია თუ რეალობა, რომ საკვების მიღებისას წყლის დალევა არ შეიძლება და უწყობს თუ არა ის წონაში მატებას ხელს:
- ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, როცა საკვებს იღებთ, შუა ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება, იმიტომ, რომ მონელებას ხელი შეეშლება, შეგაწუხებთ, გაზები დაგიგროვდებათ და წონაში მოიმატებთ. ეს სიმართლე არ არის და დაგიმტკიცებთ, რატომ:
როდესაც საქმე კუჭში უშუალოდ საკვების მონელებას ეხება, ამისთვის სპეციალური გარემო არსებობს და ამ გარემოს სწორედ მარილმჟავა ჰქმნის. ჩვენს კუჭში არსებული მჟავა მარილმჟავაა. როგორც კი მასში საკვები აღმოჩნდება, ერთი მხრივ, მას ბაქტერიებისაგან გააუვნებელყოფს, რომ ჩვენს სხეულში ინფექცია არ შემოიჭრას. მეორე მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ მასში არსებული ცილები გაიშალნონ. გარდა ამისა, სპეციალურ ფერმენტებს, განსაკუთრებით, პეპსინს, რომლებიც ცილებს დაჭრის და ჩვენ მას მოვინელებთ. მარტივად რომ ვთქვათ, მარილმჟავა დიდ ფუნქციას ასრულებს. თუ თქვენ საკვების მიღების დროს წყალს დალევთ, ის იქ არსებულ მარილმჟავას ნამდვილად განაზავებს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში.