თეგებით ძიება

„მე არავის კადრი არ ვარ, საკუთარი თავის გარდა“ - ნიკა გვარამია

"მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა“, - ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმირებული არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

„ამაზე არ გვისაუბრია იმიტომ, რომ  საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ბორდი. შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ ფორმულა მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია. მე არავის კადრი არ ვარ, საკუთარი თავის გარდა“, - აცხადებს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ კლინიკა „ვივამედში“  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა