ღაზის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა
ჰამასის განცხადებით, ღაზის სექტორის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა. დაჯგუფება რეგიონში მუდმივი დერეფნის შექმნას ითხოვს, რომ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფა.
"მიმდინარე ალყამ ჩამოშალა ჰუმანიტარული პირობები და გამოიწვია საკვებისა და მედიკამენტების სერიოზული დეფიციტი. რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ღაზას სექტორის ყველა საავადმყოფოს საწვავი ამოეწურა", - ნათქვამია განცხადებაში.
"ჰამასი" აკრიტიკებს ღაზაში დაშვებული ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდულ რაოდენობას და მოუწოდებს არაბულ, ისლამურ ქვეყნებს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, "გააძლიერონ ძალისხმევა" ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად.
ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასის დაჯგუფება ქვეყანას თავს დაესხა.