თეგებით ძიება

კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს - ვაზისუბანში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის, ერთი მძიმედ დაშავდა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთ-ერთი მძიმედ, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. ის ხანდაზმული ქალბატონია. 

კორპუსიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. როგორც მოსახლეობა ამბობს, აფეთქების დროს, გვერდით კორპუსებშიც ძლიერი ხმა იყო. 

აფეთქება, 9 სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, დაგროვებული ბუნებრივი აირისგან, თუმცა ეს დაზუსტებული ჯერ არ არის. დაზიანებულია ზედა რამდენიმე და ქვედა სართული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა