ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა.
ფრანგული მედიის ცნობით, მაკრონი თელ ავივში ჩავიდა, რათა გამოხატოს ფრანგი ხალხის სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ.
გამოცემის ცნობითვე, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება.
მაკრონი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ოპოზიციის ლიდერ ბენი განცს შეხვდება.