თეგებით ძიება

საქართველოში იტალიური მაფიის ბოსი დააკავეს – ვინ არის ჯუზეპე სგანგა?

საქართველოში დაკავებულია იტალიური მაფიის ბოსი, 67 წლის ჯუზეპე სგანგა. ის საკუთარ ქვეყანაში დაუსწრებლად ჯერ კიდევ 2020 წელს გაასამართლეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ ჯუზეპე სგანგაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ინფორმაციას „კურიერი“ ექსკლუზიურად ავრცელებს.

იტალიაში ამავე საქმეზე გასამართლებულია არაერთი პირი, მათ შორის სამი ძმა და ყოფილი სამართალდამცველები, რომლებსაც მაფიასთან კავშირში ედებათ ბრალი.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა შექმნეს მაფიის სტილის გაერთიანება, რომელიც პასუხისმგებელია ტურინში სხვადასხვა კრიმინალურ ქმედებებზე.

ფაქტს ადასტურებს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. მისი თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს დაკავებულის ექსტრადირების პროცედურები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა