თეგებით ძიება
24. 10. 2023 მსოფლიო

მშვიდობიან მოქალაქეებზე „ჰამასის“ თავდასხმის ვიდეო ვრცელდება - უმძიმესი კადრები

ისრაელმა გაასაჯაროვა ვიდეო, რომელზეც მშვიდობიან მოქალაქეებზე „ჰამასის“ თავდასხმაა ასახული.

43-წუთიანი ვიდეო, რომელიც მოიცავს „ჰამასის“ მებრძოლების სამხრე კამერით გადაღებულ კადრებს, გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და მებრძოლების მობილური ტელეფონებით გადაღებულ კადრებს, უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აჩვენეს, საჯაროდ კი მხოლოდ მისი ერთწუთიანი მონაკვეთია ხელმისაწვდომი.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გამართულ ბრიფინგზე ასევე წარმოადგინეს „ჰამასის“ მოკლული წევრების ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას თავდასხმის მომზადებისა და მძევლების აყვანის გეგმების შესახებ.

ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა