თეგებით ძიება

აფხაზი მებრძოლი უკრაინელების ტყვეობაში ჩავარდა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა ე.წ. მი­ნის­ტრი ლევ კვი­ცი­ნია აცხა­დებს, რომ აფხა­ზე­თის "მო­ქა­ლა­ქე" უკ­რა­ი­ნა­ში ტყვედ ჩა­ვარ­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი არ­სე­ბობს. აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ჩვენ უკვე ვმუ­შა­ობთ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზე. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი დონ­ბას­შიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ“, - თქვა კვი­ცი­ნი­ამ 23 ოქ­ტომ­ბრის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

კვი­ცი­ნია, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცწარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნეს "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ახა­ლი რე­გი­ო­ნებ­ში“ აცხა­დებს, რომ "მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, დროს მო­ი­თხოვს და მალე არ წყდე­ბა“.

"ნა­თე­სა­ვე­ბი ჩვენ­თან და პრე­ზი­დენ­ტთან იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ და­ვეხ­მა­როთ“, - და­ა­მა­ტა ლევ­მა.

"მი­ნის­ტრმა“ არ და­ა­სა­ხე­ლა ტყვედ ჩა­ვარ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი, ასე­ვე არც სხვა გა­რე­მო­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა. აფხა­ზი მებ­რძო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სა­მო­ხა­ლი­სეო ფორ­მი­რე­ბებ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა