რაც ჩვენ ვიცით, არსებობს ასეთი გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია - ირაკლი კობახიძე
არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია. ეს გეგმა არსებობს და ეს ყველაფერი ამას უკავშირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე ისაუბრა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე და მათ შორის იმ შეხვედრაზეც, რომელსაც ზურაბიშვილი დღეს მართავს ქალ ოპოზიციონერებთან.
„ესეც ზუსტად ამ გეგმას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ, შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს“განაცხადა კობახიძემ.