„არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენ არჩევნებში, ეს არის მოწოდება ყველა ქვეყნის მიმართ“ - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე გავლენა იქონიოს, ამბობს, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოში არჩევნებში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მცდელობათა ტენდენციებზე 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია.
"ზოგადად არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენ არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთვოდა თან წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება, და ა.შ არ არის ეს რა თქმა უნდა სწორი, ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა.
თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ბუნებრივია ინფორმაციას, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენ ინტერესებში", - თქვა კობახიძემ.