თეგებით ძიება

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს - არ ეშინია - ხატია დეკანოიძე

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს - არ ეშინია,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის ინფორმაციას.

„საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს. ეს არის მისი ხისტი პოზიცია. ამბობს, რომ ნებისმიერი მუქარა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ეს არის ზემოქმედების მოხდენა სახელმწიფო ინსტიტუტზე, საქართველოს პრეზიდენტზე, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არ დაემორჩილება - არ ეშინია. თავის სამოქმედო გეგმებზე - როგორი იქნება მისი მომავალი, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიზიტები, გვითხრა, რომ ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა