თეგებით ძიება

რა არის იაპონელი ქალების „იარაღი“ დაბერების წინააღმდეგ?

იაპონელი ქალების ნაზ, გლუვსა და ბზინვარე  სახის კანს არაერთხელ აღუფრთოვანებია გარშემომყოფები..  აქედან გამომდინარე  ბუნებრივია, რომ ადამიანთა უმრავლესობას აინტერესებს, თუ როგორ უვლიან ისინი თავს და რა კოსმეტიკურ პროცედურებს მიმართავენ... 

 

როგორც გერმანელი მოდის დიზაინერი კარლ ლაგერფელდი ამბობდა - „იაპონელი ქალები ჯანსაღმა საკვებმა გაალამაზა".. ეს ნამდვილად ასეა.. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იაპონური სილამაზის ფორმულა არც მეტი, არც ნაკლები საკვებში, უფრო ზუსტად კი ბრინჯში იმალება.. 

 

იაპონელი ქალების ამბობენ, რომ კანის დასატენიანებლად და მისთვის ბზინვარე იერის შესანარჩუნებლად, ბრინჯის სახის ნიღბებს იყენებენ. 

 

მათი თქმით, ბრინჯი  სახის ღრმად წმენდასა და ნაოჭების მოშორებას უწყობს ხელს. 

 

ბრინჯის ნიღბის მოსამზადებლად  საჭირო ინგრედიენტების სია ასე გამოიყურება: 3 სუფრის კოვზი ბრინჯი, 2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი, 1 სუფრის კოვზი რძე და თაფლი... 

 

იაპონელები ბრინჯს 10-15 წუთის განმავლობაში ხარშავენ...  მოხარშვის შემდეგ ბრინჯსა და წყალს ერთმანეთისგან აცალკევებენ...  გაწურულ ბრინჯს ისინი თაფლს, ქოქოსის ზეთსა და ცხელ რძეს უმატაბენ. მიღებულ  ნაზავს კი სახეზე 10 წუთის განმავლობაში იჩერებენ..

შემდეგ კი მას იმ წყლით იშორებენ, რომელშიც ბრინჯი მოხარშეს.. 

 

იაპონიაში ღრმად სჯერათ, რომ ბრინჯის წყალი სისხლის მიმოქცევის სისტემას აუმჯობესებს, ატენიანებს კანს და ნაოჭების წარმოქმნას ხელს უშლის .. 

 

აღნიშნულ პროცედურას იაპონელი ქალები კვირაში ერთხელ იტარებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა