თეგებით ძიება

„ჰამასმა“ თელ-ავივზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. 

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, განგაშის სირენები ამოქმედდა ცენტრალურ ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივში რამდენიმე რაკეტა გაუშვა. 

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურები აცხადებენ, რომ ამ დრომდე მძიმედ არავინ დაშავებულა თელ-ავივში და სხვაგან. 

„ზოგიერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა თავშესაფრისკენ გეზის აღების დროს“, - აცხადებენ ისრაელში. 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა