"მეც მქონდა შემოთავაზებები, რომ დამეწერა ქულები, მყოლოდა ბევრი გულშემატკივარი, მქონოდა ჯგუფები... იმის სანაცვლოდ, რომ თაია "გაშავებულიყო" - რას ამბობს მარტა ბარამიძე? (ვიდეო)
"პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, მარტა ბარამიძე თაია ჭიჭინაძის მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, მის წინააღმდეგ აგორებულ შავ კამპანიაზე ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებებს სურდათ, მას და მის გულშემატკივრებს თაია „გაეშავებინათ“.
"ჩემთანაც იყო შემოთავაზება, რომ დამეწერა ქულები, მყოლოდა ბევრი გულშემატკივარი, მქონოდა ჯგუფები... იმის სანაცვლოდ, რომ კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში, თაია „გაშავებულიყო,“- ამბობს მარტა ბარამიძე.