თეგებით ძიება

"ჩემმა შვილებმა უმი ვეგანობა თავად გადაწყვიტეს... ვეუბნები, რომ ხორცის ჭამა საშინელებაა" - როგორ გახდა სალომე კალანდაძე ვეგანი?

სა­ლო­მე კა­ლან­და­ძე "მას­ტერ­შე­ფის" ერ­თა­დერ­თი უმი ვე­გა­ნი მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ. ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლურ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლე - უმი ვე­გა­ნიზ­მი ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათი ნა­წი­ლი ამას სა­ლო­მეს მი­მართ აგ­რე­სი­ით, და­ცინ­ვით, ლან­ძღვა-გი­ნე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და... გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ლო­მეს პი­როვ­ნე­ბა და უმი ვე­გა­ნიზ­მის თემა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკეთ გაგ­ვეც­ნო...

სა­ლო­მე კა­ლან­და­ძე პრო­ფე­სი­ით ად­ვო­კა­ტი გახ­ლავთ. სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მით (სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით) დღე­საც და­კა­ვე­ბუ­ლია. ასე­ვე, უძღვე­ბა კვე­ბის ობი­ექტს, რო­მელ­შიც მხო­ლოდ უმ ვე­გა­ნურ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ...

- ვე­გა­ნიზ­მი ცხო­ვე­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. რას ნიშ­ნავს უმი ვე­გა­ნიზ­მი?

- ეს კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს, რომ კერ­ძე­ბი დე­და­მი­წის რე­სურ­სე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით დამ­ზად­დეს. საკ­ვე­ბის თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბა მხო­ლოდ 40-45 გრა­დუ­სამ­დეა და­საშ­ვე­ბი, რად­გან ესაა ერ­თა­დერ­თი გზა, რომ საკ­ვებ­მა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ანუ ჩვენ საკ­ვებს არ ვწვავთ, არ ვხარ­შავთ, არ ვა­ცხობთ... 4 ტექ­ნო­ლო­გი­ას ვი­ყე­ნებთ: გა­მოშ­რო­ბა (დე­ჰიდ­რა­ცია), გა­ღი­ვე­ბა, "ფრი­ზინ­გი" (შო­კუ­რი გა­ყინ­ვის მე­თო­დი) და ფერ­მენ­ტა­ცია. ბოსტნე­ულ­სა თუ ხილს 45 გრა­დუს­ზე მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე თუ ვხარ­შავთ, იგი სა­სი­ცო­ცხლო თვი­სე­ბებს კარ­გავს. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მე­ო­რედ გა­და­მუ­შა­ვე­ბა ძლი­ე­რი სტრე­სია - დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფერ­მენ­ტებს ხარ­ჯავს, რომ თუნ­დაც მცე­ნა­რე­უ­ლი კერ­ძი გა­და­ა­მუ­შა­ოს. უმი ვე­გა­ნუ­რი კერ­ძე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­ზ­ქუ­რა არ გვჭირ­დე­ბა. უმი ვე­გა­ნიზ­მი სა­უ­კე­თე­სო გზაა, რომ არც სა­კუ­თარ თავს მი­ვა­ყე­ნოთ ზი­ა­ნი, არც - დე­და­მი­წას და არც - დე­და­მი­წა­ზე მცხოვ­რებ სხვა ცო­ცხალ არ­სე­ბებს. როცა ასე იკ­ვე­ბე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, საკ­ვე­ბი ხდე­ბა შენი მკურ­ნა­ლი - მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ აღარ დგას, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ასე­ვე, შენს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი სა­ოც­რე­ბე­ბი იწყე­ბა, რომ მჯე­რა, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­კო­ნი­უ­რი გზაა სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­ის შე­საქ­მნე­ლად.

- რა სა­ოც­რე­ბებს გუ­ლის­ხმობთ?

- რაც უნდა ბევ­რი გე­სა­უბ­როთ, თუ რო­გო­რი სა­ო­ცა­რი ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გე­ლო­დეთ, თა­ვად თუ არ გა­მოც­დით, ეს მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბი იქ­ნე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, უმი ვე­გა­ნი და­ა­ვად­დე ან­თე­ბით, გა­ცი­ე­ბით, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი გა­წუ­ხებ­დეს... ყვე­ლა ორ­გა­ნო იწ­მინ­დე­ბა და ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა, ანუ იმუ­ნი­ტე­ტი ხე­ლოვ­ნუ­რი მი­ნი­მუ­მი­დან ბუ­ნებ­რივ ნორ­მამ­დე იზ­რდე­ბა - შე­გიძ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­კა­ჟე­ბის გა­რე­შე, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, თოვლში 3 სა­ა­თი იწვე, -18 გრა­დუს ყინ­ვა­ში და არა­ფე­რი და­გე­მარ­თოს. პი­რა­დად მე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცინ­გლი­ა­ნი ვი­ყა­ვი (იცი­ნის). ყელ-ყურ-ცხვი­რის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჩემი მუდ­მი­ვი თან­მდე­ვი იყო. ეს პრობ­ლე­მე­ბი უბ­რა­ლოდ, გაქ­რა... რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ორ­გა­ნიზ­მის­თვის გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა დიდი სტრე­სია: რო­დე­საც ვე­ღარ ამუ­შა­ვებს, შლა­კე­ბის სა­ხით "ჯდე­ბა". უმი ვე­გა­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ შლა­კე­ბის, შხა­მე­ბის დაშ­ლა, გაწ­მენ­და, ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნა ხდე­ბა, როცა "ცო­ცხალ" საკ­ვებს ვი­ღებთ... სა­ერ­თოდ, ამ ტი­პის კვე­ბა­ზე იმი­ტომ დავ­ფიქ­რდი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი უამ­რა­ვი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბა. დღე­ვან­დე­ლი კვლე­ვე­ბით, ყო­ველ მე­ო­რეს აქვს დი­ა­ბე­ტის ნიშ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სიმ­სივ­ნე, მენსტრუ­ა­ცი­ის დროს ტკი­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა - დეპ­რე­სია, ნევ­რო­ზი... თვე­ე­ბის ბავ­შვებ­საც კი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ეწყე­ბათ, რა­საც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რძის პრო­დუქ­ტი იწ­ვევს...

ადა­მი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ბედ­ნი­ე­რად, ჰარ­მო­ნი­უ­ლად ვიგ­რძნოთ თავი, მაგ­რამ როცა ჯან­მრთე­ლე­ბი არ ვართ, თავს ბედ­ნი­ე­რად ვერ ვგრძნობთ, და­სა­ხულ მიზ­ნებს ვერ ვაღ­წევთ... პი­რა­დად მე, რაც უმი ვე­გა­ნი ვარ, უფრო მე­ტად ენერ­გი­უ­ლი გავ­ხდი. მა­გა­ლი­თად, ხორ­ცის ჭამა სარ­გე­ბელს კი გვაძ­ლევს, მაგ­რამ იმა­ზე მეტს გვარ­თმევს, ანუ თუკი 2 კი­ლო­ჯო­ულ ენერ­გი­ას მაძ­ლევს, 14 კი­ლო­ჯო­უ­ლი მჭირ­დე­ბა, რომ გა­და­ვა­მუ­შაო... ხომ გვინ­და, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლამ შე­ვიგ­რძნოთ და დავ­ტკბეთ? ამ­დე­ნი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა ამა­ში ხელს გვიშ­ლის... ცო­ტა­თი გი­ჟუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი უმ ვე­გა­ნურ კვე­ბა­ზე რომ ვი­ყოთ, დე­და­მი­წა­ზე შიმ­ში­ლო­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ ვე­გა­ნურ კვე­ბა­ზეც რომ გა­და­ვიდ­ნენ, დე­და­მი­წის რე­სურ­სე­ბის 90% და­ი­ზო­გე­ბა...

- რო­გორ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­დეთ? უმი ვე­გა­ნი რო­გორ გახ­დით?

- სტან­დარ­ტულ, ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე, სა­დაც სა­აღ­დგო­მოდ კვერ­ცხებს ვღე­ბავ­დით. ახლა დე­და­ჩემს გული უს­კდე­ბა, რად­გან კვერ­ცხებს არ ვღე­ბავ (იცი­ნის). ჯერ კი­დევ ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რა ხდე­ბა... და­ახ­ლო­ე­ბით 7 წე­ლია, ხორ­ცი არ მი­ჭა­მია. ჩემს ორ­გა­ნიზმს ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძის მი­ღე­ბა არ სი­ა­მოვ­ნებ­და... სა­ერ­თოდ, ასა­კი რომ გვე­მა­ტე­ბა, ჩვენ­თვის არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა მძი­მეა: ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი, შემ­წვარ-მოხ­რა­კუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ფერ­მენ­ტე­ბის შემ­ცველ პრე­პა­რატ­საც და­ა­ყო­ლებს ხოლ­მე... მოკ­ლედ, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი და­მე­წყო. თან, იმ პე­რი­ოდ­ში იო­გა­ზე მი­ვე­დი. ჩემ­თვის გა­დამ­წყვე­ტი ეპი­ზო­დი იყო, როცა იო­გის ინ­სტრუქ­ტორ­მა გუ­რუმ მკი­თხა, - ძრო­ხას ჭამო? მა­შინ დავ­ფიქ­რდი: რა­საც მე "ხორცს" ვუ­წო­დებ­დი, იმას ის ადა­მი­ა­ნი "ძრო­ხას" ეძახ­და. ხორ­ცის ჭა­მის­თვის თით­ქოს თავი ისე­დაც და­ნე­ბე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ იმ დღის მერე არა­სო­დეს მი­ჭა­მია. შემ­დეგ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვე­ცა­ნი, წა­ვი­კი­თხე... გა­ვი­გე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­დე­გი­ლი, შავი ბერი - მამა სე­რა­პი­ო­ნი, იგი­ვე მამა იო­ა­ნე მხო­ლოდ გა­ღი­ვე­ბულ ხორ­ბალს ჭამ­და. მისი ენერ­გე­ტი­კა ისე­თი სუფ­თა იყო, რომ შე­ეძ­ლო, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნე­კურ­ნა სიმ­სივ­ნის­გან და სხვა­დას­ხვა სე­ნის­გან. მა­შინ პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, გა­ღი­ვე­ბუ­ლი ხორ­ბა­ლი რა იყო და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, ადა­მი­ანს ენერ­გე­ტი­კა რო­გორ გი­სუფ­თავ­დე­ბა, როცა არა მარ­ტო ნაყ­რო­ვა­ნე­ბა­ზე, არა­მედ გე­მოთ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზეც უარს ამ­ბობ.

- თქვენს ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- 3 შვი­ლი, 2 ვაჟი და 1 გო­გო­ნა მყავს. გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნი ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს. ვფიქ­რობ, ვინც ახლა ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბა, სხვაგ­ვა­რად კვე­ბის სურ­ვი­ლი არც უნდა გა­უჩ­ნდეს (იღი­მის).

- თქვე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი უმი ვე­გა­ნიზ­მი ხომ არ გახ­და?

- (იცი­ნის) სხვა­თა შო­რის, ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ეს იყო. ჩემი ცხოვ­რე­ბის სტილ­მა შე­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. ხომ იცით, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­თავ­რე­ბას ერთი მი­ზე­ზი არ იწ­ვევს, ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რი იყო... ხომ ვამ­ბობთ, უმი ვე­გა­ნუ­რი კვე­ბა ორ­გა­ნიზ­მი­დან შხა­მებს და შლა­კებს გა­მო­დევ­ნი­სო, არა? ასე­ვე, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გო­ნე­ბას გიშ­ხა­მავს, "მი­დის". ამი­ტომ ვამ­ბობ, - უმი ვე­გა­ნო­ბა კა­რი­ე­რას და პი­რად ცხოვ­რე­ბას გა­ლა­გე­ბი­ნებს-მეთ­ქი. კვე­ბა ხომ პირ­ვე­ლი ინ­სტინ­ქტია? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, როცა ამ ინ­სტინ­ქტის მარ­თვა შე­გიძ­ლია, სა­კუ­თარ თავ­საც უკეთ მარ­თავ...

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი შვი­ლე­ბიც უმი ვე­გა­ნე­ბი არი­ან. ოჯა­ხის სხვა წევ­რებს ამ სა­კი­თხის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ?

- გა­სულ ზა­ფხულს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე - ბავ­შვებს გა­ღი­ვე­ბულ ხორ­ბალს ვაჭ­მევ­დი. ხალ­ხმა ლა­მის პე­ტი­ცია შექ­მნა, ჩემ­თვის დე­დო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მო­სარ­თმე­ვად (იცი­ნის). გა­ო­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ, - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვს გა­ღი­ვე­ბულ ხორ­ბალს, ბრო­კოლს და გოჯი ბე­რის აჭ­მევ­დეო?! თან, ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ბავ­შვებს ასე­თი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას აძა­ლე­ბო. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, 15 წლის მო­ზარდ ბიჭს რამე და­ა­ძა­ლო, მით უმე­ტეს - საკ­ვე­ბი?! რა უნდა ჩა­იც­ვას, იმა­შიც კი ვერ და არ ვე­რე­ვი. ჩემი მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბაა, ბავ­შვი სიყ­ვა­რუ­ლით გავ­ზარ­დო, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა ვას­წავ­ლო. ხში­რად გა­რე­მო უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ნე­ბის­ყო­ფა. ბავ­შვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არი­ან. ამი­ტომ ამ სა­კი­თხის მი­მართ ფა­ქი­ზი ვი­ყა­ვი. იყო პე­რი­ო­დი, როცა ხორცს თა­ვად არ ვჭამ­დი, მაგ­რამ ბავ­შვებს ვაჭ­მევ­დი. ბავ­შვი ოჯა­ხის სარ­კეა: მხე­დავ­დნენ, ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს, რა იყო უმი ვე­გა­ნიზ­მი, "და­გუ­გ­ლეს"... მათ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც ვე­უბ­ნე­ბი, რომ ხორ­ცის ჭამა სა­ში­ნე­ლე­ბაა, ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია, ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი (მამა, ბიძა, ბი­ცო­ლა, ბე­ბია ბა­ბუა...) სხვა რა­მეს, ერ­თსა და იმა­ვეს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ... ჩემს სი­ტყვას ასე­თი ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა რომ ჰქონ­დეს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ვე­გან­დე­ბო­და (იღი­მის). შვი­ლებ­მა უმი ვე­გა­ნო­ბა თა­ვად გა­და­წყვი­ტეს. ამა­ში დიდი წვლი­ლი მი­მი­ძღვის, რად­გან ინ­ფორ­მა­ცია მათ თა­ვად მი­ვა­წო­დე. ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ თუ რამე მულ­ტფილ­მი არ­სე­ბობს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ზე­პი­რად ვი­ცით, რად­გან უბ­რა­ლოდ მინ­დო­და, ბავ­შვე­ბის­თვის ის ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­წო­დე­ბი­ნა, თუ რა იყო ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძი, სა­ნამ თეფ­შამ­დე "მო­ვი­დო­და". ბავ­შვე­ბი მარ­თლა კე­თი­ლე­ბი არი­ან. ემ­პა­თი­ის მა­ღა­ლი გან­ცდა აქვთ და ცხო­ვე­ლე­ბი უყ­ვართ. ბავ­შვს თუ რამე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა არ აქვს, ცხო­ვე­ლის მოკ­ვლა და სა­ერ­თოდ, არა­ვის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა არ უნდა მო­უნ­დეს... რა თქმა უნდა, ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხვდე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვი კი არა, უფ­რო­სე­ბი ვა­წყდე­ბით ასეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბავ­შვის­თვის ვე­გა­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გმი­რო­ბაც არის...

წყარო - kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა