თეგებით ძიება
25. 10. 2023 მსოფლიო

ირანი უშუალოდ ეხმარებოდა "ჰამასს“ თავდასხმამდე - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანი უშუალოდ დაეხმარა „ჰამასს“ იქამდე, სანამ 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხმებოდა. ამის შესახებ timesofisrael-ი იტყობინება. 

„ირანი უშუალოდ ეხმარებოდა ჰამასს ომამდე, წვრთნით, იარაღის მიწოდებით, ფულით და ტექნოლოგიური ცოდნით“, - აღნიშნა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, ირანი ამ დრომდე განაგრძობს „ჰამასის“ დახმარებას. 

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა