ოზურგეთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვა სცადეს
დღეს დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, იუსტიციის სახლში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვა სცადეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-177 მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.