თეგებით ძიება

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა

საქართველოს სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრობის ცნობით, ფაშინიანი საქართველოში "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" დაესწრება. 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი -  გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ოფიციალურად დღეს გაიხსნება და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებაში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი ალი ასადოვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა