"მიშა, როგორც თავის ყველა ქალს, ძალიან ცუდად მომექცა მეც" - ია ფარულავა
"ერთი ადამიანის სიყვარული იყო ძალიან ძლიერი, რომლის გამოც მე გავბედე, ’98 წელს ჩამოვედი საქართველოში ამერიკიდან. მაშინ ხალხი გარბოდა და მე ჩამოვედი. აი, ამ ადამიანის სიყვარულმა გამაბედინა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი მანიპულაციის მსხვერპლი და მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი და არ ვაქცევდი ყურადღებას ნიშნებს.
ყველა ელოდება, რომ აღმოვთქვა ერთ მშვენიერ დღეს და ვთქვა, ვინ არის. მიხეილ სააკაშვილი, ვინ იქნება? მიშამ ჩამომიყვანა ძალით, ქალო, მიშა დამადგა ლოს ანჯელესში იმ ჩემს საქმროსთან სახლში და მითხრა და ჩემს საქმროს უთხრა, “მე ია ცოლად მიმყავს” და მე მეტი რა მინდოდა?
როგორც ყველა თავის ქალს, ძალიან ცუდად მომექცა მეც. მიშაზე, პიროვნებაზე, შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ მიხეილს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსზე, მე ცუდს არასოდეს არ ვიტყვი. ყველაფერს ვპატიობ იმიტომ, რომ მან საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა და არ დასცალდა და კიდევაც ბევრს გააკეთბდა, მაგრამ, როგორც ქალი, მიშა, არ გეწყინოს, შენ მე ცუდად მომექეცი და შენ ეს ძალიან კარგად იცი…", - თქვა ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაცემაში “სხვა ნანუკა”.